Test Cubics

წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ ან პირმა, ვისაც აქვს საჭიროება ჩაუტაროს ტესტირება მის მიერ მომზადებულ საკითხებში გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს - იქნება ეს თანამშრომელთა ჯგუფი, მოსწავლეთა კლასი თუ სტუდენტთა აუდიტორია.

როგორ მუშაობს სისტემა

დაგვიკავშირდით, გააფორმეთ ხელშეკრულება და თქვენ გადმოგეცემათ სპეციალური კოდი, რომლის მითითებით გექნებათ წვდომა ტესტ კუბიქს პლატფორმასთან.

ადმინისტრაციული განყოფილებიდან თქვენ შეავსებთ თქვენ მიერ მომზადებულ ტესტების მასალას (კითხვებს, სავარაუდო პასუხებს და სწორ პასუხს), დაარეგისტრირებთ ტესტის გავლის მსურველებს, დააყენებთ ტესტის ჩატარების დაწყების დროს და გამოცდის ხანგრძლივობას და ჩაატარებთ ტესტირებას.

სისტემა მონაცემთა ბაზაში ინახავს ტესტირების შედეგებს, რომლებიც თქვენ საკუთრებას წარმოადგენს და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, სისტემაში აღარ შეინახება.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში თქვენ შეძლებთ იმდენი ტესტის ჩატარებას, რამდენის სურვილიც გექნებათ. არ არის აგრეთვე შეზღუდული იმ პირთა რაოდენობა, ვისაც გინდათ ჩაუტაროთ ტესტი.

ხელშეკრლების გასაფორმებლად მოგვწერეთ: info@cubics.ge
01
შეუზღუდავი რაოდენობის საგნები

დამკვეთს შეუძლია ჩაატაროს ტესტირება შეუზღუდავი რაოდენობის საგნებში

02
შეუზღუდავი კითხვების რაოდენობა

სატესტო კითხვების რაოდენობა თითო არ არის შეზღუდული

03
შეუზღუდავი პასუხების რაოდენობა

სავარაუდო პასუხების რაოდენობას არეგულირებს თვითონ ტესტების შემდგენელი

04
კითხვების ფორმა მრავალფეროვანია

ტესტური კითხვების ფორმა მრავალფეროვანია (დასაშვებია ტექსტური კითხვები, კითხვები სურათებით, ვიდეო ან აუდიო კითხვები)

05
გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა

ტესტის ჩამტარებელი თვითონ ადგენს გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობას (შესაძლებელია ტესტური გამოცდის ხანგრძლივობის დაყენება)

06
შეუზღუდავი ადამიანთა ჯგუფები

ადამიანთა ჯგუფი ვისაც ტესტირება შეგიძლიათ ერთდროულად ჩაუტაროთ არ არის შეზღუდული

07
ავტომატური გადათვლა შედეგები

სისტემა, მითითებული ალგორითმის საფუძველზე ავტომატურად ითვლის ტესტირების შედეგებს

08
შედეგების ანალიზი

სისტემას აქვს თანამედროვე სტატისტიკური ანალიზის ფართე შესაძლებლობები

ვებ გვერდით სარგებლობის წესები და პირობები

ვებ გვერდით სარგებლობის წესები და პირობები სრულ თანხვედრაშია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან